ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდი აფეთქებაში ეჭვმიტანილს ეძებს


ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა დედაქალაქში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილებს ეძებს და უსაფრთხოების სამსახურები ვიდეო მასალას სწავლობენ. აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა.

პრემიერის თქმით არსებობენ ადამიანები, ვისაც სხვადასხვა მიზეზებით ქვეყნის განადგურება სურთ:

“განადგურების ძალისხმევა შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, მისი სამიზნე ეკონომიკა, ტურიზმი და სხვა სფეროებია. მთავრობა იმუშავებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს პასუხისმგებელი პირები და გაასამართლოს ისინი,” განაცხადა პრაიუტ ჩან-ოჩამ.

მთავრობა აცხადებს, რომ ერთ ეჭვმიტანილს ეძებს. მამაკაცი ქუჩაში დამონტაჟებულმა კამერებმა აღბეჭდეს, ამოღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის აფეთქების ადგილას მოდის, ზუგრჩანთას იხსნის, მას სკამზე ტოვებს და ადგილს მალევე ტოვებს, რის შემდეგაც მალევე აფეთქება ხდება.

XS
SM
MD
LG