ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის აფეთქებებში ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირები არ იკვეთება


ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის პოლიციის უფროსი ბრაიან მენლი აცხადებს, რომ სერიულ აფეთქებებში ევმიტანილმა თავის აფეთქებამდე 25 წუთიანი ვიდეო ჩაწერა. ეჭვმიტანილმა მარკ კონდიტმა თავი გუშინ საკუთარ მანქანაში მაშინ აიფეთქა, როცა მას პოლიცია დასაკევებლად უახლოვდებოდა.

პოლიციის მეთაურს არ დაუზუსტებია რას ამბობს დაღუპული ვიდეოში.

“ვიდეოში ის არ ახსენებს ტერორიზმს, არც ვინმეს სიძულვილზე საუბრობს. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცის აღიარება, რომელსაც პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა”, აცხადებს მენლი.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული მარკ კონდიტი იდგა ბოლო თვეს ოსტინში მომხდარი ექვსი აფეთქების უკან. აფეთქებებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი მძიმედაა დაშავებული.

ადგილობრივმა პოლიციამ კონდიტის გამოვლენა ფოსტის შენობაში დამონტაჟებული ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერებიდან შეძლო. კონდიტი სწორედ საფოსტო ყუთით აგზავნიდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG