ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ტერაქტი მოხდა


ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს

პაკისტანის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტებმა პოლიციის შენობაზე განახორციელეს შეტევა,რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს. თვითმკვლელებმა პოლიციის შენობაზე შეტევა თავდაპირველად რაკეტებით და ხელყუმბარებით მიიტანეს. სროლა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა .სამი თავდამსხმელი დაიღუპა, ერთმა თვითმკვლელმა გაქცევა მოახერხა.

პოლიციის განცხადებით, დაიღუპა სამი და დაიჭრა რვა მოქალაქე.ქალაქი ბანი ჩრდილოეთ ვაზირისტანის ტერიტორიაზეა, სადაც ალ ყაიდას ექსტრემისტების და თალიბების შტაბბინა მდებარეობს.
XS
SM
MD
LG