ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანმა შორი რადიუსის რაკეტა გამოსცადა


საშუალო რადიუსის რაკეტა 1300 კილომეტრის მანძილზე აზიანებს სამიზნეს

პაკისტანმა წარმატებით გამოსცადა შორი რადიუსის რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია.

პაკისტანელი სამხედროების განცხადებით, საშუალო რადიუსის რაკეტა 1300 კილომეტრის მანძილზე აზიანებს სამიზნეს.

პაკისტანი და მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგე ინდოეთი, რომელიც ასევე ბირთვული სახელმწიფოა, პერიოდულად რაკეტების გამოცდის თარიღის შესახებ ატყობინებენ ერთმანეთს.

1947 წელს ბრიტანეთის იმპერიის ბატონობიდან გათავისუფლების შემდეგ, პაკისტანსა და ინდოეთს შორის სამი ომი მოხდა.
XS
SM
MD
LG