ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტთა სასამართლო


ჟურნალისტები და ადამიანის უფლებადამცველები ღია სასამართლოს ჩატარებას მოითხოვენ

11 სექტემბრის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილის მოსამართლის ბრძანებით, ეჭვმიტანილის დაკავების, ციხეში ყოფნის და სასამართლოს დეტალების შესახებ ინფორმაცია საიდუმლო უნდა დარჩეს.

ოთხშაბათს, მოსამართლე ჯეიმს პოლმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროების წინაშე აყენებს.

ჟურნალისტები და ადამიანის უფლებადამცველები ღია სასამართლოს ჩატარებას მოითხოვენ. ისინი სამხედროებს ცენზურასა და ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბრის ტერორისტული აქტის სულისჩამდგმელი ხალიდ შეიხ მოჰამედი სასამართლოზე მომავალ წელს ამერიკის საზღვაო ბაზაზე წარსდგება.

ამერიკის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებისთვის ცნობილია, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილები გასაიდუმლოებულ ციხეებში არიან გამომწყვდეული და დაკითხვის დროს მათ მიმართ დახრჩობის სიმულაციის მეთოდს იყენებენ.

XS
SM
MD
LG