ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათი შტატის მთავარმა პროკურორებმა ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს


მთავარმა პროკურორებმა ათი რესპუბლიკური შტატიდან, ოთხშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რათა შეაჩერონ ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომლითაც ჯანდაცვის ათობით მილიონ მუშაკს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ევალება. პროკურორები ამბობენ, რომ ასეთი მოთხოვნა ჯანდაცვის მუშაკების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 4 იანვრიდან ამ მოთხოვნის იძულებით აღსრულებას დაიწყებს.

მისურის, ნებრასკის, არკანზასის, კანზასის, აიოვის, ვაიომინგის, ალასკის, სამხრეთ დაკოტის, ჩრდილოეთ დაკოტის და ნიუ ჰემფშირის მთავარმა პროკურორებმა, ერთობლივი სარჩელი მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, აშშ-ის საოლქო სასამართლოს, აღმოსავლეთ ოლქში შეიტანეს.

სარჩელში ნათქვამია, რომ ფედერალური მანდატი შტატების პოლიციის უფლებამოსილებაში ერევა. ეს ადმინისტრაციული პროცედურების კანონის თანახმად უკანონოა, რადგან მის გამოცემამდე კომენტარების პერიოდი არ იყო დაშვებული. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრების წესი დრაკონულია და ადგილობრივ ფაქტორებს და პირობებს მხედველობაში არ იღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG