ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი თეატრის სკანდალი


სერგეი ფილინს საკუთარი სახლიდან გამოსვლის დროს ნიღბიანმა მამაკაცმა სახეში მჟავა შეასხა, რის შედეგადაც სახე და თვალები დაეწვა

რუსეთის პოლიციამ სამი პირი დაააკავა, რომლებსაც ბრალად დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე თავდასხმაში ედებათ ბრალი.

იანვარში სერგეი ფილინს საკუთარი სახლიდან გამოსვლის დროს ნიღბიანმა მამაკაცმა სახეში მჟავა შეასხა, რის შედეგადაც სახე და თვალები დაეწვა.

სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმის დაგეგმვაში დიდი თეატრის მოცეკვავე პაველ დმიტრიჩენკოა ეჭვმიტანილი. დმიტრიჩენკო დანაშაულის ადგილზე სავარაუდოდ ორმა პირმა: იური ზარუტსკიმ და ანდრეი ლიპატოვმა მიიყვანა და წამოიყვანა.

დიდი თეატრის პრესცენტრს იმედი აქვს, რომ ეჭვმიტანილის დაკავება სამართალდამცავებს დანაშაულის გახსნაში დაეხმარება. კატერინა ნოვიკოვას თქმით, დიდი თეატრისთვის დასისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე დაისაჯოს.
XS
SM
MD
LG