ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავი ჩაი დიაბეტის წინააღმდეგ


მსოფლიოში დიაბეტით დავადებულთა რაოდენობამ 438 მილიონ ადამიანს მიაღწია

ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყნებში, სადაც ბევრ შავ ჩაის სვამენ, მეორე ტიპის დიაბეტის დაავადების შემთხვევები ნაკლებია.

დიაბეტის ეს ქრონიკული ფორმა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ორგანიზმში შაქრის და გლუკოზის ენერგიად გარდაქმნას უშლის ხელს. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში დიაბეტით დავადებულთა რაოდენობამ 438 მილიონ ადამიანს მიაღწია.

უკანასკნელი კვლევებით დადგინდა, რომ შავ ჩაიში დიდი რაოდენობით ფლავონოიდია, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლოა. ჩაის კულტურის ისტორია ანტიკური დროიდან იწყება და იგი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცხელ სასმელად ითვლება.
XS
SM
MD
LG