ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მენინგიტის ფატალური შემთხვევები ამერიკაში


პრეპარატის ინექცია წელის ტკივილის მოსახსნელად 6 შტატში 35 პაციენტზე გაკეთდა. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალრი პირების განცხადებით, დასნებოვნებული სტეროიდი, რომელმაც 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია სოკოვანი მენინგიტით, შესაძლოა, ათასობით პაციენტს გაუკეთდა.

კომპანია, სადაც საეჭვო პრეპარატი გაკეთდა დაიკეტა. თავად პრეპარატი კი, გაყიდვიდან ამოიღეს. აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ფარმაკოლოგიურ კომპანიაში აღმოაჩინა დახუფული ამპულა, რომელიც დასნებოვნებული იყო სოკოთი. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, არის თუ არა აღმოჩენილი შემთხვევა მენინგიტის გავრცელების მიზეზი.

ამ დროისათვის, პრეპარატის ინექცია წელის ტკივილის მოსახსნელად 6 შტატში 35 პაციენტზე გაკეთდა, რომელთაგან ხუთი გარდაიცვალა. ჯანდაცვის დეპარტამენტი შიშობს, რომ სტეროიდი რამდენიმე ათას ადამიანს გაუკეთდა, სიმპტომები კი, შესაძლოა, ერთ თვეში გამოვლინდეს.

XS
SM
MD
LG