ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლე პრეზიდენტ ტრამპს საგადასახადო ისტორიის წარდგენას ავალდებულებს


ფედერალურმა მოსამართლემ ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მოეთხოვება დააკმაყოფილოს პროკურორის მოთხოვნა და უკანასკნელი რვა წლის საგადასახადო ისტორია წარუდგინოს მანჰეტენის ოლქის პროკურორს. მოსამართლემ უარი განაცხადა გაეთვალისწინებინა პრეზიდენტის არგუმენტი, რომ მას, როგორც ქვეყნის პირველ პირს, კრიმინალური გამოძიებისგან იმუნიტეტი აქვს.

ამერიკელი საოლქო მოსამართლის ვიქტორ მარეროს გადაწვეტილება დაბრკოლება ხდება პრეზიდენტის მხარისთვის, რომელიც უარს აცხადებს საჯარო გახადოს მისი საგადასახადო და ფინანსური ისტორია. დაცვის მხარემ სასამართლო გადაწყვეტილება მალევე გაასაჩივრა.

საგადასახადო ისტორიის წარდგენის მოთხოვნა პრეზიდენტის და მისი ოჯახის ბიზნესების გარშემო მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, რომელსაც საირუს ვანსი, მანჰეტენის ოლქის პროკურორი წარმართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG