ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მთავრობა ინტერპოლს თხოვნით მიმართავს


პაკისტანი თალიბანის მეთაურის ავღანეთიდან ექსტრადიციას ითხოვს

ოფიციალური ისლამაბადი აცხადებს, რომ მზადაა საერთაშორისო დახმარება მოითხოვოს პაკისტანის თალიბანის მეთაურის ავღანეთიდან ექსტრადიციის მისაღწევად. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლში საჩივრის შეტანას აპირებს, სადაც ავღანეთის მთავრობისგან თალიბთა მეთაურის, მაულვი ფაქირ მუჰამედის გადაცემას ითხოვენ. ფაქირ მუჰამედი პაკისტანის თალიბანში ნომერ მეორე პირად ითვლება, ის აღმოსავლეთ ავღანეთში გასულ კვირას დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტის რეჰმან მალიკის განცხადებით, ინტერპოლის საშუალებით უნდა მოხდეს ავღანელი სამართალდამცავების დარწმუნება იმაში, რომ ფაქირ მუშამედს მრავალ დანაშაულში მიუძღვის ბრალი და მან ათობით პაკისტანელის მსვლელობაზე უნდა აგოს პასუხი.
XS
SM
MD
LG