ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში რამდენიმე თალიბი შეიწყალეს


გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა ყოფილი იუსტიციის მინისტრი მულა ნორუდინ თურაბი

პაკისტანის მთავრობამ რვა ავღანელი თალიბი ლიდერი ციხიდან გაათავისუფლა. პატიმრებს შორის თალიბთა მართველობის დროს ავღანეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრიცაა.

ორშაბათს, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გავრცელა ინფორმაცია ავღანეთის ყოფილი მთავრობის წევრების და რამდენიმე პატიმრის გათავისუფლების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, შეწყალების აქტი ავღანეთში დაწყებული შერიგების პროცესის ნაწილია.

გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა ყოფილი იუსტიციის მინისტრი მულა ნორუდინ თურაბი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

XS
SM
MD
LG