ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანმა ფილიპინებს სანქციები დაუწესა


ოთხშაბათს პრეზიდენტმა აკუინომ ტაივანში წარმომადგენელი გაგზავნა და დაღუპული მეთევზის ოჯახს სამძიმარი შეუთვალა

ტაივანის პრემიერ მინისტრი ჯიანგ უი-ჰუა ფილიპინების პრეზიდენტის ბოდიშის მიღებაზე უარს აცხადებს. ფილიპინების პრეზიდენტმა ბოდიში ტაივანელი მეთევზის სიკვდილთან დაკავშირებით მოიხადა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სადავო წყლებში ფილიპინების მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს.

პრემიერის განცხადებით, პრეზიდენტ აკუინოს ბოდიში მიუღებელია, რადგან იგი ამ ინციდენტს უბედურ შემთხვევას უწოდებს.

ტაივანმა სანქციები დაუწესა ფილიპინებს, ელჩი გამოიწვია და ფილიპინელ მუშებს კონტრაქტები გაუყინა. ტაივანი ასევე გეგმავს სადავო წყლებში საზღვაო წვრთნები დაიწყოს.

ოთხშაბათს პრეზიდენტმა აკუინომ ტაივანში წარმომადგენელი გაგზავნა და დაღუპული მეთევზის ოჯახს სამძიმარი გადასცა.
XS
SM
MD
LG