ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანი ფილიპინებს ემუქრება


თუ ფილიპინები ბოდიშს არ მოიხდის, ტაივანი ფილიპინების საზღვართან საზღვაო წვრთნებს დაიწყებს

ფილიპინები ტაივანს ბოდიშს უხდის ტაივანელი მეთევზის სიკვდილის გამო, რომელიც სანაპირო დაცვამ ინციდენტის დროს სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ფაქტმა ორ ქვეყანას შორის გართულებული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

ტაიპეიში ფილიპინების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფილიპინების მთავრობა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრს დავიდ ლინს მომხდარი ფაქტის გამო სამძიმარს უცხადებს. ფილიპინების მთავრობის წარმომადგენელი აპირებს დაღუპული მეთევზის ოჯახი მოინახულოს.

ორივე ქვეყანა მომხრეა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
ტაივანი დაიმუქრა, რომ თუ ფილიპინები ამ ფაქტთან დაკავშირებით ადეკვატურ ბოდიშს არ მოიხდის, ის ფილიპინების საზღვართან საზღვაო წვრთნებს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG