ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა მეამბოხეების პოზიციებს ბომბავს


სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ სამთავრობო სამხედრო თვითმფრინავები დამასკოსა და ალეპოს იმ უბნებს ბომბავენ, სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებული.

ამ ფონზე, მეამბოხეების ჯგუფმა ყოფილი ბირთვული სადგური დაიკავა, რომელიც 2007 წელს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბა.

აქტივისტებმა ვიდეო მასალა გაავრცელეს იმ ზიანის დემონსტრირების მიზნით, რომელიც დამასკოსა და ალეპოს გარეუბნებს სირიის სამთავრობო ძალების მიერ წაემოებულმა საჰაერო რეიდმა მიაყენა.

ოპოზიციის მომხრე წყაროებზე დაყრდნობით, მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს ალ ხიბარის სამხედრო ბაზა, რომელიც სირიის აღმოსავლეთში მდებარეობს. ალ ხიბარი სამთავრობო ძალებმა პარასკევს და შაბათს დატოვეს.
XS
SM
MD
LG