ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია მთავრობის ფორმირებას აპირებს


2 მარტს სტამბოლში გაიმართება სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა და სავარაუდოდ, არჩეული იქნება ქვეყნის პრემიერ მინისტრი

სირიის ოპოზიციის ეროვნული კოალიცია აცხადებს, რომ ის აპირებს დროებითი მთავრობის შემქნას მათ მიერ კონტროლირებულ რაიონებში. განცხადება ამ გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციის პრეს-სპიკერმა ქაიროში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალა ასადთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობაზე იყო საუბარი.

პრესსპიკერის განცხადებით შემდეგი შეხვედრა სტამბოლში 2 მარტსაა დაგეგმილი. ამავე შეხვედრაზე, სავარაუდოდ მოხდება პრემიერ მინისტრის არჩევევაც.

ამ განცხადებაზე კომენტარი ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG