ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელმა სამხედროებმა ქალაქი დეირ ალ ზორი დაიკავეს


სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ სირიელმა სამხედროებმა პარტნიორებთან ერთად სრული კონტროლი დაამყარეს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქე დეირ ალ-ზორზე, რომელსაც მანამდე ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ასევე ავრცელებს მსგავს ინფორმაციას უცნობ სირიელ სამხედროზე დაყრდნობით, რომელმაც სააგენტოს უთხრა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მოკავშირეებთან ერთად შეძლეს ტერორისტული დაჯგუფებისგან ქალაქის სრული გათავისუფლება.

დეირ ელ-ზორი სირიის ნავთობწარმოების ცენტრი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ქალაქია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG