ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ-მინისტრი ქალაქ თალ აფარში დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოზე” გამარჯვებას ზეიმობს.

“ჩვენი ბედნიერება სრულყოფილია, გამარჯვება დადგა, ნინევეის რეგიონს მთლიანად ჩვენი ჯარები აკონტროლებენ,” განაცხადა პრემიერმა ჰაიდერ ალ-აბადიმ.

ერაყის ჯარებს გამარჯვება მიულოცა შეერთებული შტატების ლიდერობით მართულმა საერთაშორისო სამხედრო კოალიციამ. გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია ერაყის ჯარებს აფრთხილებს, რომ წინ “სახიფათო სამუშაოებია”, რაც ფეთქებადი ნივთიერებების გაუვნებლებას და მიმალული მებრძოლების პოვნას მოიცავს.

თელ აფარი “სილამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ბოლო ტერიტორია იყო ერაყში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG