ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონამდე ადამიანი თავისივე ქვეყანაში დევნილად იქცა. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს და განსახლების მონიტორინგის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, დევნილობის მიზეზი კონფლიქტები, კრიმინალური ძალადობა და ბუნებრივი კატასტროფებია.

„როცა ოჯახებს საკუთარი საცხოვრებლების წლებით დატოვება უწევთ, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები გვაქვს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც,“ ასე აფასებს ანგარიშს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალური დირექტორი.

კონფლიქტით გამოწვეული იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობით პირველ ადგილზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც მხოლოდ 2016 წელს საცხოვრებელი ადგილი მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მეორე ადგილზეა სირია 824 000 პირით, მესამეზე კი ერაყი, სადაც ადგილსამყოფელი იძულებით 659 000-მა ადამიანმა შეიცვალა.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყოველ წამში ერთი ადამიანი თავისივე ქვეყანაში დევნილი ხდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG