ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ რაქადან გაძევებულია


შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი კოალიცია, რომელიც სირიაში და ერაყში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, აცხადებს, რომ ქალაქ რაქას 95 პროცენტი მათი კონტროლის ქვეშაა. ეს განცხადება, შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მიერ გამარჯვების გამოცხადებიდან მეორე დღეს გაკეთდა.

კოალიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა რაიან დილონმა განაცხადა, რომ დღეს ქალაქის ბოლო უბნების გაწმენდის ოპერაცია გრძელდებოდა.

სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა, რომელიც ქურთული და არაბული შეიარაღებული რაზმებისგან შედგება, სამშაბათს განაცხადა, რომ რაქასთვის ბრძოლა დამთავრდა და სირიის დემოკრატიული ძალები ქალაქში დარჩენილ შენიღბულ ჯგუფებს და ნაღმებს ეძებდნენ.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ჯერ კიდევ აკონტროლებს აღმოსავლეთ პროვინცია დეირ ალ-ზურის მიმდებარე ტერიტორიას და მდინარე ევფრატის დაბლობის სამხრეთს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG