ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს


ბან კი-მუნი, გაეროს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს სირიაში ძალადობის და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის მიზნით მეტი ქმედებისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სირიაში მიმდინარე ძალადობის მიმართ მეტ ყურადღებას ითხოვს. ბან კი-მუნი გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში საერთაშორისო კანონდარღვევებზე მიუთითებს და „შემზარავი ძალადობის“ წინააღმდეგ მიმართული უფრო ქმედითი ღონისძიებებისკენ მოუწოდებს.

გაროს ჰუმანიტარული სააგენტოების ხელმძღვანელთა მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას სამოქალაქო ომში მონაწილე ორივე მხარე ბლოკავს. სირიაში ჰუმანიტარული კრიზისი დღითი-დღე ღრმავდება. მათ დაპირისპირებულ ბანაკებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და მაქსიმალურად უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მათთვის, ვისთვისაც ეს კრიტიკულ საჭიროებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG