ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები


J
J

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ახალ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 13 ქვეყნის სიაა მოცემული

ჟურნალისტთა მკვლელობების რაოდენობით, მსოფლიოში ერაყი ლიდერობს, აცხადებენ სიტყვის თავისუფლების დამცველები. ყოველწლიური ანგარიშის ავტორია ნიუ იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია სახელწოდებით „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ერაყი სიას უკვე მეშვიდე წელია ლიდერობს. იქ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოკლული 100 ჟურნალისტის გამო ჯერ არავინ დასჯილა. გასულ წელს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო მეორე ადგილზე გასულ სომალიში 4 ჟურნალისტი დაიღუპა. იქ ბოლო წლებში ჩადენილი 27 მკვლელობიდან მხოლოდ ერთი გასამართლდა.

სიაში სულ 13 ქვეყანაა შეყვანილი, სადაც 2004 წლის შემდეგ 5 ჟურნალისტი მაინც მოკლეს ისე, რომ მათი საქმე გამოუძიებელი დარჩა. დასახელებულ ქვეყნებს შორისაა: სირია, რუსეთი და ავღანეთი. ერაყის ლიდერობის მიუხედავად, დღეს მედიის თანამშრომლებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყნად მაინც სირია ითვლება.
XS
SM
MD
LG