ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა დიალოგისთვის მზად არის


ოპოზიცია უფრო მკაფიო განცხადებას ითხოვს

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის შეიარაღებულ ოპოზიციასთან მოლაპარაკების დასაწყებად. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მოალემმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასი იუწყება, სირიის საგარეო უწყების ლიდრემა აღნიშნა, რომ დამასკო მზად არის დიალოგისთვის ნებისმიერთან, ვისაც ეს სურს.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის მათთანაც კი ვისაც იარაღი უჭირავს, რადგან გვჯერა, რომ რეფორმები მხოლოდ დიალოგით შეიძლება განხორციელდეს და არა სისხლისღვრით,“ - ავრცელებს იტარ-ტასი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ქაიროში მყოფმა სირიის ოპოზიციის ლიდერმა მოაზ ალ-ხათიბმა.

მისი თქმით, მას ამ საკითხზე უფრო ნათელი განცხადების მოსმენა სურს. ხათიბი ამბობს,რომ ოპოზიციის ჯგუფები ჯერ არ დაკავშირებიან სირიის მთავრობას.
XS
SM
MD
LG