ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ და პუტინმა სირიის საკითხზე იმსჯელეს


არც ერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის აპირებენ სირიაში მოწინააღმდეგე ძალების შეიარაღებას

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, შეერთებული შტატები და რუსეთი სირიის საკითხზე ერთმანეთს არ ეთანხმებიან, თუმცა ძალადობის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება ორივე მხარის ინტერესებში შედის.

ორშაბათს პუტინმა და ობამამ ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი რვიანის სამიტზე სირიის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.

პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ პუტინს გულწრფელი საუბრისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ მათი შეხედულებები გასნხვავებულია, მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენებას არცერთი მათგანი არ დაუშვებს.

არც ერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის აპირებენ სირიაში მოწინააღმდეგე ძალების შეიარაღებას.
XS
SM
MD
LG