ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი რუსეთის დარწმუნებას ცდილობს


Obama and Putin on Syria
Obama and Putin on Syria

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, სირიის მთავრობამ წითელი ხაზი გადალახა, რის გამოც ამერიკა მზადაა სირიელ მეამბოხეებს დაეხმაროს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00
ბმული

სირიაში ორი წელია სისხლიანი დაპირისპირებაა. გაეროს ინფორმაციით დაპირისპირებას 93 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა ამ ადამიანებისგან 100-ის დაღუპვამ განსაკუთრებული რეზონანსი შეიძინა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამერიკის მთავრობის განცხადებით, სირიაში მიმდინარე შეტაკებების დროს 100 ადამიანი ქიმიური იარაღის ზემოქმედების შედეგად დაიღუპა.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ამ ფაქტჲთ სირიის მთავრობამ წითელი ხაზი გადალახა, რის გამოც ამერიკა მზადაა სირიელ მეამბოხეებს დაეხმაროს.

სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფორგ რასმუსენი მოუწოდებს ასადის მთავრობას საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს:

“მე მივესალმები შეერთებული შტატების წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და სირიის რეჟიმმა უნდა მისცეს საშუალება გაეროს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი გამოიძიოს.”

ქიმიური იარაღის გამოყენებამდე შეერთებული შტატები ცდილობდა სირიის კონფლიქტში არ ჩართულიყო და სიტუაცია არ გაემწვავებინა. თუმცა 100 ადამიანის სავარაუდოდ ქიმიური იარაღის ზემოქმედებით სიკვდილმა მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა.

ხალიდ სალეჰი სირიელი მემაბოხეების პრესსპიკერია. ის ამერიკის განცხადებას მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მიესალმება:

“იარაღის დახმარებით ძალების ბალანსირება მოხდება. ეს კი საშუალება მისცემს სირიის ოპოზიციას ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე სერიოზულად იფიქროს.“

ჟენევაში ამერიკის შეერთებულს შტატებს და რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვა სურთ.

კრის დოილი არაბეთ-ბრიტანეთის ურთიერთგაგების ცენტრის ანალიტიკოსია. იგი ამბობს, რომ ასადის ჯარების ბოლოდროინდელი უპირატესობის ფონზე, მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდება დროული იქნება:

“თუ პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებაა საჭირო, ჟენევაში მოლაპარაკების მაგიდას ყველა პარტიის წარმომადგენელი უნდა მიუსხდეს. ეს რეჟიმის უძლეველობაზე მითსაც შეცვლის.”

თუმცა რუსეთი შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდა.

დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის განცადებით, შეერთებულ შტატებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ კონკრეტული ფაქტი არ გააჩნია. პუშკოვმა მსგავსი იარაღის გამოყენებაში სირიის მეამბოხეები დაადანაშაულა.

ევროპის ლიდერები სირიელ მეამბოხეთა დახმარების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, ამიტომაც ისინი ერთხმად უერთდებიან ბარაკ ობამას წინადადებას სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ევროპის მოკავშირე ქვეყნები ასევე შეეცდებიან, დაარწმუნონ ვლადიმირ პუტინი, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.
XS
SM
MD
LG