ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მსხვერპლმა 93 ათასს მიაღწია


სამოქალაქო ომში ყოველთვიურად დაახლოებით 5000 ადამიანი იღუპება

გაეროს შეფასებით სირიაში მიმდინარე ომში ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 93 ათასს მიაღწია. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მსხვერპლი შესაძლოა უფრო დიდი იყოს. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის ეს მონაცემები აპრილის ბოლოსთვის შედგენილ მაჩვენებლებს ეფუძნება. გაეროს განცხადებით, გასული წლის ივლისის შემდეგ ყოველთვიურად სირიაში დაახლოებით 5000 ადამიანი იღუპება. გაეროს ანგარიშში ასევე საუბარია დევნილთა და ადგილნაცვალი პირების შესახებ.

„ადგილნაცვალი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 6 მილიონს აღწევს. ყოველ დაღუპულს ყავს ნათესავები, ოჯახები, დები და ძმები. ზოგი მათგანი საშინელი სიკვდილით იღუპება. არის შემთხვევები, როდესაც ისინი რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში იყვნენ ალყაში. ასევე არის შემთხვევები, რომ ადამიანებს ვერ გაეწიათ სამედიცინო დახმარება და დაიღუპნენ,“ - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ნავი პილაის პრესმდივანმა.
XS
SM
MD
LG