ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ჯარმა ლიბანთან სასაზღვრო ქალაქი აიღო


სირიელი ამბოხებულების განცხადებით, სამთავრობო ძალები აგრძელებენ ქალაქი ქუსაირის დაბომბვას. ქუსაირი ლიბანთან საზღვარზე მდებარეობს და ის დამასკოს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს.

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ დაღუპულია სულ მცირე 51 ადამიანი, აქედან 48 ამბოხებული.

სირიის ოფიციალური პირები დასავლეთის მედიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათ დაიკავეს ქალაქის მუნიციპალური შენობა, რომელსაც აქამდე ამბოხებულები აკონტროლებდნენ. სამთავრობო ტელეარხით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ასადის ძალებმა ქალაქი აიღეს, მათ ტერორისტების ძებნა და ლიკვიდირება დაიწყეს. სირიის მთავრობა ამბოხებულებს ტერორისტებად მოიხსენიებს.
XS
SM
MD
LG