ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადის ჯარი იერიშების სერიას აგრძელებს


ქუსაირი რამდენიმე ხანია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის სამიზნეა ქალაქზე კონტროლის დასაწესებლად

სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ქუსაირზე საარტილერიო იერიში შედეგად. მეამბოხეების მიერ კორნტროლირებული ეს ქალაქი ლიბანის საზღვართან მდებარეობს.

ქუსაირი უკვე რამდენიმე ხანია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის სამიზნეა ქალაქზე კონტროლის დასაწესებლად მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო. ის სირიის დედაქალაქ დამასკოს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშიდებს.

ამ ფონზე პრეზიდენტი ასადი აცხადებს, რომ ის არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას გეგმიური არჩევნების ჩატარებამდე, რომელიც მომავალ წელსაა დანიშნული.

სირიის სამოქალაქო ომი 2011 წლის მარტში დაიწყო, როცა ოპოზიციამ ასადს დემოკრატიული რეფორმების ჩატარება სთხოვა. მასობრივი დემონსტრაციები რამდენიმე თვეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც დღემდე 70 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG