ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო დამარცხება რაქაში


სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მეომრები რაქაში
სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მეომრები რაქაში

დღეს, შეერთებული შტატების მხარდაჭერით მებრძოლმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) ქალაქ რაქაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" ბოლო უბნებიც გაათავისუფლეს.

ქურთი და არაბი სამხედროებისგან შემდგარი სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) პრესსპიკერი აცხადებს, რომ რაქასთვის ბრძოლა დასრულებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანეთში დაარსებული უფლებადამცველების ჯგუფი "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაც" ადასტურებს.

რაქას გათავისუფლებისთვის ბრძოლა ივნისში დაიწყო. სირიის დემოკრატიულ ძალებს საჰაერო იერიშებით ზურგს ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი კოალიცია უმაგრებდა. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელ ბასტიონებად ქალაქში სტადიონი და საავადმყოფო რჩებოდა. საავადმყოფოში ბოლო წუთამდე დაჯგუფების მართვის ცენტრი იყო განლაგებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG