ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: სირიაში საგარეო ინტერვენცია "ნონსენსია".


ვლადიმირ პუტინი, 31 აგვისტო, 2013.
დღეს სირიაში გაეროს ინსპექტორებმა ოთხდღიანი მუშაობა დაასრულეს. მათ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ადგილებიდან სინჯები აიღეს. ინსპექტორები ანგარიშს გაეროს გენერალურ მდივანს წარუდნენ.

დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწდა თავშეკავება გამოიჩინონ სირიასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ამ წუთებში ამერიკის პრეზიდენტი შესაძლო სამხედრო მოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე მუშაობს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი საგარეო ინტერვენცია სირიაში სრული ნონსენსი იქნება, რადგან სირიის მთავრობას მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი აქვს.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ საშუალება მისცეს გაეროს ინსპექტორებს დამასკოში დასრულებული მისიის ანგარიში წარმოადგინონ.

გუშინ ამერიკის სახელმწფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ ამერიკის სადაზვერვო უწყებებს სჯერათ, რომ სირიაში ქიმიური იარაღის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალებმა გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ ასადის მთავრობა უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას.

თეთრი სახლის ცნობით, სირიის საკითხის გამო ადმინისტრაციის წარმომადგენლები კონგრესმენებთან მართავენ კონსულტაციებს.
XS
SM
MD
LG