ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის საკითხზე ამერიკამ მთავარი მოკავშირე დაკარგა


.
.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, სირიაში ამერიკის სამხედრო ოპერაცია შეზღუდული ხასიათის იქნება.

დამასკოს გარეუბანში 21 აგვისტოს განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ შეერთებული შტატები საპასუხო დარტყმის განხორციელების მიზნით საკუთარ ვარიანტებს განიხილავს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ობამას ადმინისტრაციის წინაშე დგას.

ამერიკის ხელისფლების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ობამა შეზღუდული სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობის საკითხს განიხილავს, რომელიც სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღის შემდგომ გამოყენებაში დაბრკოლებებს შეუქმნის.

1996-99 წლებში ქრისტოფერ ჰილს ერაყში ამერიკის ელჩის პოსტი ეკავა, ასევე კოსოვოში სპეციალური მისიით იმყოფებოდა. ის აცხადებს, რომ ობამას გადაწყვეტილება მას 1999 წლის მოვლენებს ახსენებს, როდესაც ნატომ კოსოვოსი ეთნოწმენდის შეჩერების მიზნით სერბეთის სამხედრო ნაწილების დაბომბვა დაიწყო.

თუმცა ჰილი ამბობს იმასაც, რომ სირიასთან და კოსოვოსთან მიმართებაში ფუნდამენტური განსხვავებაც არსებობს. კოსოვოს კამპანია ბალკანურ სივრცეში პოლიტიკური გეგმის ნაწილი იყო.

ქრისტოფერ ჰილი: სირიასთან მიმართებაში პოლიტიკური სტრატეგია არ არსებობს. იქ არ არის მომავალ პოლიტიკურ შეთანხმებაზე საუბარი, რა ტიპის ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში. და მივდივარ იმ საკითხთან რომ უნდა გამოყენებული იქნას ძალა, მაგრამ ეს იმდენად არ ეხება იქ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, არამედ იმ აკრძალული იარაღის გამოყენებას, რომლის მოხმარება 100 წელია აკრძალულია.

გადამდგარი გენერალი ენტონი ზინი, რომელიც ხელმძღვანელობდა ოპერაციას "OPERATION DESERT FOX "1998 წელს, რომელიც ერყაში განხორციელდა, ამ მოსაზრებას ეთანხმება.

ენტონი ზინი: ამერიკას არ აქვს სტრატეგია, ის მხოლოდ მომხდარ ფაქტზე რეაგირებს. ეს ერთი ფაქტის საერთო კონფლიქტიდან იზოლირების მიზნით ხდება რაც შეუძლებელია.

თუმცა გენერალი კიდევ ერთ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას.

ენტონი ზინი: ეს გარკვეულწილად ომის აქტიც არის. ირჩევ მხარეს. პრეზიდენტი შეეცადა რომ თავის არგუმენტები ჩამოეყალიბებინა, ინტელექტუალური არგუმენტები, რაც გულისხმობს ქიმიური იარაღის საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოყენების საპასუხო ნაბიჯს. ეს მიანც იმას ნიშნავს, რომ ერთ ელემენტზე ახდენთ თავდასხმას.

ზინის განცხადებით, სირიაზე სამხედრო დარტყმა მხოლოდ ასადის რეჟიმზე დარტყმას არ ნიშნავს.

ენტონი ზინი: ეს შეიძლება აღქმული იყოს შიიტებზე, ალავიტებზე და ქრისტიანებზე თავდასხმად. ტომური, ეთნიკური და რელიგიური სექტები იქ ძალიან დაყოფილია ერთმანეთისგან . ასე რომ თუკი რაიმე ქმედება განხორციელდება დასახული მიზნის მიუხედავად, უნდა გაითვალისწინო რომ მხარეს წარმოადგენ.

ზინის და ჰილის განცხადებით, წინა ომების შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა შეძლო ერთიანი კოალიციის შექმნა, ასე იყო ავღანეთში, ლიბიაში და ერაყში.

ზინი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ენტონი ზინი: უნდა ყოფილიყო საერთაშორისო მხარდაჭერა მობილიზებული მანამდე, და ბოლო წუთს საერთაშორისო მხარდამჭერების ძებნა არ უნდა დაწყებულიყო. ეს პრობლემებს წარმოქმნის, რადგან უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და თან აცხადებ, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია.

შეერთებულმა შტატებმა სირიასთან მიმართებაში მთავარი მოკავშირე უკვე დაკარგა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დაადინა, რომ ბრიტანული არმია სირიის წინააღმდეგ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
XS
SM
MD
LG