ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელ მაღალჩინოსანზე თავდასხმა მოხდა


სახელმწიფო მედიის განცხადებით, აფეთქება ორშაბათს მაზეჰის დასახლებაში მოხდა. ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის მსხვერპლის რაოდენობა, თუმცა მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა და არის მსხვერპლიც.

სახელმწიფო ტელეარხით გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს აფეთქებისგან დაზიანებული მანქანები და მეხანძრეები, რომლებიც აფეთქების შედეგად გამოწვეული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

სირიის მთავრობის წარმომადგენლები თავდასხმას ტერორისტებს აბრალებენ. ისინი ოპოზიციას, რომელიც ასადის მთავრობის დამხობას ცდილობს ტერორისტებს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG