ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის პრემიერ მინისტრზე თავდასხმა განხორციელდა


ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის მსხვერპლის რაოდენობა

დღეს სირიის პრემიერ მინისტრ ვაელ ალ ჰალქის ავტოკოლონის წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდა. ალ ჰალქი თავდასხმას გადაურჩა.
სახელმწიფო მედიის განცხადებით, აფეთქება ორშაბათს მაზეჰის დასახლებაში მოხდა. ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის მსხვერპლის რაოდენობა, თუმცა მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა და არის მსხვერპლიც.
სახელმწიფო ტელეარხით გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს აფეთქებისგან დაზიანებული მანქანები და მეხანძრეები, რომლებიც აფეთქების შედეგად გამოწვეული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
სირიის მთავრობის წარმომადგენლები თავდასხმას ტერორისტებს აბრალებენ. ისინი ოპოზიციას, რომელიც ასადის მთავრობის დამხობას ცდილობს ტერორისტებს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG