ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი სირიის ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
სირიის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ კვირას ჟენევაში სიტიის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სირიის ეროვნული კოალიცია მოლაპარაკებებს დღეს სტამბოლში აწარმოებს. შეერთებული შტატები კოალიციას მტკიცედ სთხოვს ჟენევის კონფერენციაზე დასწრებას, რომლის დანიშნულებაც სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნაა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ეს სირიის ოპოზიციისთვის მიზნის მისაღწევად საუკეთესო შესაძბელობაა:

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად, რომელიც ურთიერეთშეთანხმების საფუძველზე შეიქმნება. ეს ერთადერთი გზაა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასამთავრებლად.“

სირიის ოპოზიციის ლიდერები დღემდე უარს აცხადებენ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე იმ დრომდე, ვიდრე პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი გადადგომის პირობას არ დადებს.
XS
SM
MD
LG