ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა პარიზში


ასადის ოპონენტები შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო თანხმობას არ აცხადებენ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:22 0:00
ბმული

ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეები ალეპოს კონტროლისთვის იბრძვიან. მეამბოხეთა წამყვანი კოალიცია აქტიურად ცდილობს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტული გასამხედროებული მილიციის წარმატებების განეიტრალებას.

პარიზში, რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეიკრიბა და ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილა. მინისტრების შეხვედრის მიზანი სირიის ზომიერი ოპოზიციის გაძლიერება იყო იანვარში, ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრის წინ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა განაცხადა:

„საერთაშორისო საზოგადოება ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს და აღიაროს, რომ არ არსებობს სირიის ტრაგედიის არანაირი სხვა გადაწყვეტილება გარდა პოლიტიკური გამოსავლისა. პოლიტიკური გამოსავალი კი ვერ მიიღწევა თუ ჟენევის მოლაპარაკებები არ შედგა.“

მაგრამ ასადის ოპონენტები საბოლოო თანხმობას არ აცხადებენ ამ შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც არსებობს განსხვავებები, თუ ვინ წარმოადგენს სინამდვილეში სირიელ ხალხს. ამ აზრს ეთანხმება ვაშინგტონში დაფუძნებული მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი.

„სირიის კოალიცია არ არის დარწმუნებული რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მონაწილეობას მიიღებს როგორც სირიელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ძალა. არსებობს შეშფოთება, რომ მათი მონაწილეობა კომპრომეტირებული იქნება, თუ კოალიციის გარეთ, სხვა ჯგუფებს მოიწვევენ ამ მოლაპარაკებებში.“

აღნიშნული სიტუაცია წნეხში აქცევს სირიის მეგობრებად წოდებულ ჯგუფს. ეს უკანასკნელი ძირითადად დასავლეთისა და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების წარმოადგენლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სირიის ოპოზიციას უჭერენ მხარს. ისევ სტივ ჰეიდემანი ამბობს:

„იმ შემთხვევაში, თუ სირიის მეგობართა ჯგუფი ოპოზიციის ფართო სპექტრს არ ჩაიყვანს ჟენევაში რათა მოლაპარაკებების შედეგი სანდოდ იქნას აღქმული, მაშინ რეზულტატი ლეგიტიმურად არ ჩაითვლება არც სირიელ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის სირიაში.“

სირიის წამყვანი სამოქალაქო ოპოზიციური ჯგუფის მეთაური აჰმად ალ ჯარბა დღეს პარიზში საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და განაცხადა, რომ სირიელები ერთსულოვანნი არიან პრეზიდენტის დასამხობად.

„დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო იმის გაცნობიერება, რომ ასადს სირიაში მომავალი არ აქვს.“


ამ ფონზე, პრეზიდენტი ასადი აცხადებს, რომ ის თანამდებობას არ დატოვებს და რომ მოლაპარაკებები ტერორისტებთან ბრძოლას შეეხება, მათ შორის შეიარაღებულ ოპოზიციას.

სირიის ოპოზიციის საკითხის მიღმა, დღის წესრიგში ასევე დგას თემა, თუ როგორ შეუერთდება ჟენევის ფორმატს ირანი. ეს ასევე გადამწყვეტი საკითხია სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის დროს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG