ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად იმედი ჯერ კიდევ არის


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი აცხადებს, რომ იანვარში დაგეგმილი სირიის სამშვიდობო კონფერენცია შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ჯიმი კარტერი და ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პასტორი დავობენ საკითხზე, თუ რამდენად რეალურია საერთაშორისო საზოგადოების დაკვირვებით ჩატარებულმა არჩევნებმა და საერთაშორისო სამშვიდობოების დახმარებამ სირიის კონფლიქტი დაასრულოს.

ოპოზიციის წევრები მეამბოხეთა საბრძოლო ოპერაციების სანაცვლოდ გეგმის ერთერთ პირობად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას მიიჩნევენ.
22 იანვარს ჟენევის კონფერენციაზე გაეროს წვერი ქვეყნები სირიაში დროებითი მთავრობის შექმნაზე იმსჯელებენ, რომელმაც ქვეყანა არსებული კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.
XS
SM
MD
LG