ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება


სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალები აგრძელებენ ოპოზიციის მიერ გამაგრებული ქალაქების დაბომბვას. ქვეყანაში გაეროს დამკვირვებლების ჩასვლის შემდეგ 9 მეამბოხე მოკლეს.

დღეს გაეროს დამკვირვებელების მცირე ჯგუფი დამასკოს უბან ზაბადანიში იმყოფება იმ განზარახვით, რომ ხელისუფლებასა და მეამბოხეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაამყაროს. სირიაში შეიარაღებული დაპირისიპრება უკვე 13 თვეა მიმდინარეობს.

გაეროს 8-კაციანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ნიჯაბ სინის განცხადებით, დღეს მის ჯგუფ კიდევ ორი დამკვირვებელი შეუერთდება.

ამ ფონზე, ევროკავშირი სირიასთან წარმოებულ ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესებას აპირებს. სავარაუდოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებენ. შეზღუდული საქონლის ნუსხაში ასევე შევა ორმაგი დანიშნულების საგნები, როგორიცაა მაგალითად ავტომანქანები და სასუქი, რომლითაც ასაფეთქებელი ნივთიერებების გაკეთება შეიძლება.

XS
SM
MD
LG