ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანანი შეშფოთებულია სირიაში შექმნილი ვითარებით


გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარგზავნილი სირიაში, კოფი ანანი შეშფოთებულია მედიის მიერ გაშუქებული მონაცემებით, რომელიც სამთავრობო ძალების მიერ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის შემთხვევებს ასახავს. გაეროს დამკვირვებლები კი თავის მხრივ ცდილობენ მონიტორინგი გაუწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების ხარისხს, რომელიც აქამდე საკმაოდ არადამაკმაყოფილებლად სრულდებოდა.
კოფი ანანმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შვედეთიდან ვიდეო სატელეფონო საუბრისას სირიაში შექმნილი ვითარება მოახსენა.ბრიფინგი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სირიის სამთავრობო ძალების მიერ ავტომატური იარაღის გამოყენება ჰამაში და მსხვერპლი, ბატონი ანანის მოხსენების მთავარი მიზეზი გახდა.
XS
SM
MD
LG