ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის როლი სირიაში


როგორ ხდება სირიის მოვლენების გაშუქება?

სირიის სამოქალაქო კონფლიქტში საზოგადოების ყველა ფენაა ჩართული. ბრძოლაში მონაწილეობენ არმია და აჯანყებულები, მაგრამ კონფლიქტში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგარი ჟურანალისტებიც დიდ როლს თამაშობენ.

„ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, ელიზაბეტ აროტი ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერ მედიაზე ამახვილებს ყურადღებას.

მსოფლიო საზოგადოება სირიაში მიმდინარე მოვლენებს ცალმხრივად აფასებს. თითქოს ყველაფერი ნათელია, სირიის მმართველი რეჟიმი მშვიდობიან მოსახლეობაზე ანხორცელებს თავდასხმებს, აჯანყებულები კი ტირანის დამხობას ცდილობენ. მაგრამ ის ვინც სირიის სახელმწიფო ტელევიზიას უყურებს სულ სხვანაირ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არმია მშვიდობიან მოსახლეობას იცავს და სამხედროები ხალხის მეგობრები არიან.

ტელეკომპანია ალ-ეკბარიას ჟურნალისტი, იარა სალეჰი ამბობს, რომ ის მხოლოდ ფაქტებზე ლაპარაკობს და ხელისუფლების პროპაგანისტულ მიზნებს არ ემსახურება: „მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია, 100%-ით, 50%-ით, თუ მხოლოდ 10-%-ის ნდობა შეიძლება. ბუნებრივია, რომ ჟურნალისტს ამგვარი კითხვა უჩნდება.“

მაგრამ იარა სალეჰი აგვისტოში თავად გადაიქცა ახალი ამბების მთავარ გმირად. ის და მისი გადამღები ჯგუფი სირიის თავისუფალი არმიის უცხოელმა მეომრებმა ჩაიგდეს ტყვედ და ოპერატორის თანაშემწე სიცოცლხეს გამოასალმეს.

როგორც იარა სალეჰი ამბობს: „მე ჩემი თავი შევთავაზე დატყვევებული ოპერატორის ნაცვლად, ვუთხარი, რომ მთავარი პრობლემა მე ვიყავი, რადგან როგორც ჟურნალისტი სწორედ მე გადავცემდი მათ საწინააღმდეგო რეპორტაჟებს, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე.“

სალეჰის ისტორია მთავრობის პროპაგანდას ემთხვევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მას უცხოელი ტერორისტები ებრძვიან, რომლებსაც დასავლეთი და სუნიტი არაბები უჭერენ მხარს.

როგორც იარა სალეჰი ამბობს: „ჩვენ სირიის შიდა პრობლემების ნაცვლად უცხოელებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.“

სამწუხაროდ, სირიის კონფლიქტში იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი გზით შეუძლებელი ჩანს.

ტელეკომპანია ელ-აკბარიას დირექტორი, იმად სარა თვლის, რომ ის სირიის პატრიოტი და კორუფციასთან ბრძოლის აქტივისტია. მისი თქმით: „ჩვენ ხალხთან ერთად ვართ და ჩვენ სამშობლოს ვიცავთ, რეჟიმი აქ არაფერ შუაშია, ქრისტიანები, მუსლიმები და დანარჩენები ყველა სირიელები ვართ.“

პრეზიდენტ ასადის მხრდამჭერების უმეტესობას იგივე აზრი გააჩნია. ისინი თვლიან, რომ უცხოეთის როლზე ყურადღების გამახვილებით საკუთარ პრობლემებს მოაგვარებენ.

იარა სალეჰმა ერთ-ერთ გამტაცებელს, რომელიც მისი განთავისუფლების ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა, ამგვარი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ სირიელები ვართ და არა მონსტრები, როგორც შენ გგონია.“
XS
SM
MD
LG