ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანს სირიიდან ნასროლი რაკეტები მოხვდა


ბექაას რეგიონი ლიბანური მოძრაობა ჰეზბოლას ერთერთ საყრდენ ტერიტორიად ითვლება

სირიის ქალაქ ქუსაირის დასაკავებლად ამბოხებულებსა და სამტავრობო ძალებს შორის მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს. ქუსარი სასაზღვრო ქალაქია და სამთავრობო ძალების მომარაგებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ბრძოლები მიდის როგორც ქალაქში, ასევე გარშემო მდებარე სოფლებში.<br /> სირიის ორწლიანი კონფლიქტი ქვეყნის ფარგლებს უჯკვე გასცდა. გუშინ ლიბანის ტეროტორიაზე სირიიდან ნასროლი ექვსი რაკეტა ჩამოვარდა. ოფიციალური პირების განცხადებით, რაკეტები დაუსახლებელ ტერიტორიას მოხვდა, რის შედეგადაც&nbsp; აფეთქებებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბექაას რეგიონი ლიბანური მოძრაობა ჰეზბოლას ერთერთ საყრდენ ტერიტორიად ითვლება. როგორც ცნობილია, ჰეზბოლა სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ ასადს ეხმარება. ლიბანი სირიის კონფლიქტში ოფიციალურად არ მონაწილეობს, თუმცა მის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნა პირველად არ ხდება. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ლიბანში სირიის პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის შეტაკებებიც მოხდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG