ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლა ბაშარ ალ ასადის დახმარებს ადასტურებს


ლიბანის ჰეზბოლა არ აპირებს განზე დადგომას, მაშინ როდესაც მეზობელ სახელმწიფოს მეთაურზე ხორციელდება თავდასხმები, ამის შესახებ ლიბანის ჰეზბოლას მეთაურმა განაცხადა.

ჰასან ნასრალამ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ჰეზბოლას ჩართვა ბრძოლებში სირიაში, რადიკალური ისლამიზმის გავრცელების საშიშროებით იყო გამოწვეული. ნასრალამ პირველად აღიარა საჯაროდ, რომ სირიაში მისი მეომრები ასადის სამხედრო ძალებთან ერთად იბრძვიან.

სირიის ქალაქ კუსარში უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს მძიმე შეტაკებები, სადაც ასადის მომხრეების გვერდით ლიბანის ჰეზბოლას წევრები ომობენ.
XS
SM
MD
LG