ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლას მიზნები სირიაში


ირანი და ლიბანში დაფუძნებული ჯგუფი-ჰეზბოლა-სირიაში მეამბოხეების ქსელს აშენებენ

ორშაბათს, გავლენიან ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ირანი და ლიბანში დაფუძნებული ჯგუფი -ჰეზბოლა სირიაში მეამბოხეების ქსელს აშენებენ. ამით ისინი საკუთარი ინტერესების იმ შემთხვევაში დასაცავად ემზადებიან, თუ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დაემხო.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის ოფიციალური პირები არიან, ამ დაჯგუფების მთავარი მიზანი სამოქალაქო ომში, რომელიც უკვე ორი წელია მიმდინარეობს ასადისთვის დახმარების აღმოჩენაა.
გაზეთის წყაროები აცხადებენ, რომ ჰეზბოლასა და ირანის მიზანი სირიაში გრძელვადიანი ინტერესების შენარჩუნებაა, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ასადის მთავრობა იძულებული გახდა დამასკო დატოვოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG