ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტუაცია სირიაში „შემზარავია და თანდათან უარესდება“


ჯონ კერი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, რომ სიტუაცია სირიაში „შემზარავია და თანდათან უარესდება“. ჯონ კერი სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო იერიშის აუცილებლობის დასაბუთებას ცდილობს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებულ შტატებს სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების „მყარი“ მტკიცებულებები მოეპოვება. მათ შორისაა “უმაღლესი ოფიციალური პირების მიერ ინსტრუქციების და სამზადისის შესახებ გაცემული განკარგულებები, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უკავშირდება“. ჯონ კერის განცხადებით, თუკი პრეზიდენტ ასადს სირიაზე იერიშის მიტანის თავიდან აცილება სურს, მან ქიმიური იარაღის მთელი არსენალი კვირის ბოლომდე უნდა დათმოს.

ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, უილიამ ჰეიგი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ასადმა საკუთარი ხალხის კეთილდღეობა სასტიკად უგულვებელყო და აცხადებს, რომ ვაშინგტონს დიდი ბრიტანეთის მხრიდან სირიის საკითხებში სრული მხარდაჭერა აქვს.
XS
SM
MD
LG