ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის დაბომბვაზე საპასუხოდ, სირიამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა


სირიის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს საჰაერო იერიში მოიგერიეს, აცხადებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “სანა.”

სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ამუნიციის შემნახველ ნაგებობაზე მიტანილი იერიშის შედეგად, დაშავდა სამი სირიელი ჯარისკაცი.

“სანა” ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიერ ნასროლი ყველა რაკეტა გაანადგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალები სირიიდან რაკეტების გაშვების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ სამშაბათს ისრაელმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გაააქტიურა სირიის მხრიდან მომავალი ჰაერ-საწინააღმდეგო რაკეტების გადასაჭერად.

წარსულში, ისრაელს რამდენიმეჯერ დაედო ბრალი სირიის ტერიტორიაზე იერიშის მიტანაში, რომელთა სამიზნეც, ძირითადად, ირანული სამხედრო დანაყოფები იყო.

თელავივი აცხადებს, რომ სირიაში ირანის სამხედრო ნაწილების ყოფნა ისრაელს საფრთხეს უქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG