ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამერიკა სამხედრო ძალებს გაიყვანს სირიიდან, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ თურქეთი გაანადგურებს. კვირა საღამოს „ტვიტერში“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ის, სატელეფონო საუბრისას „მტკიცედ დაარწმუნა“, რომ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენებს გაანადგურებს.

"მას ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება, მით უფრო, რომ თურქეთი სირიის ახლო სამეზობლოშია", თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ „ამერიკის ჯარები შინ ბრუნდებიან!"

ერდოღანმა წინა კვირას აღნიშნა, რომ თურქეთი, ტრამპის გადაწყვეტილების კონტექსტში, ქურთული ძალების წინააღმდეგ სირიაში ოპერაციას გადადებს. აშშ-ის პრეზიდენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დროა ანტი-ისლამური კოალიციის წევრებმა [სირია] დარჩენილი მეამბოხეებისგან გაწმინდოს. თუმცა მისი გადაწყვეტილება სირიის დატოვებასთან დაკავშირებით, არაპოპულარობით სარგებლობს, მისი ადმინისტრაციის წევრებს შორისაც კი.

სულ ბოლოს, ამ საკითხში იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო, თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი და ანტი-ისლამურ კოალიციაში აშშ-ის სპეციალური ელჩი ბრეტ მაქგრუკი თანამდებობებიდან გადადგნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG