ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდგომარეობა სირიაში


სამთავრობო ძალები ჰომსზე იერიშს აძლიერებენ. დღევანდელ შეტევაში მძიმე არტილერიაც მონაწილეობდა

სირიის ხელისუფლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ, ჰომსზე იერიშს აძლიერებს. ის უკვე მეათე დღეა ქალაქს უტევს და იქიდან ოპოზიციური ძალების განდევნას ცდილობს. ბრიტანელი უფლებადამცველების ცნობით, დღევანდელ იერიშში მძიმე არტილერიაც მონაწილეობდა. მედიის წარმომადგენლების და უსაფრთხოების არარსებობის პირობებში მსხვერპლის შესახებ ცნობების გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებით შეუძლებელია.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სირიის ეროვნული კოალიციის ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა, ახმად ჯარბამ „როიტერსს“ ამცნო, რომ ამბოხებულები საუდის არაბეთიდან მოწინავე შეიარაღებას ელიან, რაც მათ პოზიციებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ის ადასტურებს, რომ ოპოზიცია ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და იქ საკუთარი წარმომადგენლობის გაგზავნისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG