ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედი


ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა სირიის საკითხზე იმსჯელეს

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებას ეხება, სავარაუდოდ გადაიდება.
დღეს ბრუნეიში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ფორუმზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის საკითხზე იმსჯელეს.
კერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს და რუსეთს სირიის საკითხისადმი რადიკალურად გასნხვავებული დამოკიდებულება აქვთ. თუმცა ორივე ქვეყანას მიიჩნია, რომ ძალადობა აუცილებლად უნდა დასრულდეს და ხელისუფლება დროებით მთავრობას უნდ გადაეცეს.
რუსეთი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს იარაღით ამარაგებს, შეერთებული შტატები თავისი მხრიდან მზადაა, სირიელ ამბოხებულებს სამხედრო დახმარება გაუწიოს.
XS
SM
MD
LG