ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში სირიის სამშვიდობო კონფერენცია დაიწყო


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის პოლიტიკური მომავალი უთანხმოების თემაა დაახლეობით 30 ქვეყანას შორის, რომლებიც შვეიცარიაში სირიის სამშვიდობო კონფერენციაზე შეიკრიბნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიაში დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როცა ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მისი თქმით, მთავრობა და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან პრეზიდენტის მომავალზე და შესაბამისად, ასადი არ შეიძლება იყოს გარდამავალი მთავრობის ნაწილი:

„არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი ძალა გამოიყენა, ქვეყნის მმაღთველობას ლეგიტიმურ ლიდერად დაუბრუნდეს,“ განაცხადა კერიმ.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ მოალემმა კერის განუცხადა, რომ მხოლოდ სირიელებს აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე გააკეთა განცხადება და რუსეთის ფედერაციის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ სირიის საქმეებში ჩარევის უფლება არც-ერთ მესამე ძალას არ უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG