ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ენერგოპოლიტიკა


პრეზიდენტს ტექნოლოგიურ კვლევებში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორი მილიარდი დოლარის ჩადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის შეეცდება ნავთობინდუსტრიიდან თანხების მოძიებას, რომელიც გამოიყენება ავტოწარმოების ახალი ტექნოლოგიების კვლევაში.

პარასკევს პრეზიდენტმა ჩიკაგოსთან მდებარე არგონის ეროვნული ლაბორატორია მოინახულა. ლაბორატორია შერჩეული იყო მასში ინოვაციური კვლევების მიმდინარეობის გამო. კერძოდ ამ ლაბორატორიაში მუშაობენ ავტომობილის ისეთ ბატარეაზე, რომლის გამოყენებითაც მნიშვნელოვნად მცირდება ბენზინის და გაზის გამოყენება. თეთრი სახლის ოფიციალური პირების გფანცხადებით, პრეზიდენტს ტექნოლოგიურ კვლევებში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორი მილიარდი დოლარის ჩადება სურს.
XS
SM
MD
LG