ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი მეცნიერების აღმოჩენა


უცნობი დეენემის ბაქტერია ტბის ყინულის საფარქვეშ აღმოაჩინეს

რუსი მეცნიერი ვლადიმირ კოროლიოვი არ იზიარებს კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშჲრებით , რომ ანტარქტიკის ყინულის საფარქვეშ წყლებში აღმოჩენილი ბაქტერიები დღემდე უცნობი წარმომავლობისაა.

გასულ წელს რუსმა მეცნიერებმა ტბა ვოსტოკს 4 კილომეტრიანი ანტარქტიკული მყინვარწვერის ათწლიანი ბურღვის შემდეგ მიაღწიეს. რუსმა მეცნიერმა სერგეი ბულატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უცნობი დეენემის ბაქტერია ტბის ყინულის საფარქვეშ იქნა აღმოჩენილი და მას დღემდე მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ბაქტერიების აღმოჩენა მეცნიერებს იმ საიდუმლოების ამოხსნაშჲ დაეხმარება, რაც ექსტრემალურ პირობებში ცოცხალ ორგანიზმებს გადარჩენაშჲ ეხმარება. ამავე პრინციპით, ბაქტერიები მარსზე, იუპიტერსა და სატურნზეც შეიძლება არსებობდნენ.
XS
SM
MD
LG